"არაკონსტიტუციური წესრიგის პირობებში ვცხოვრობთ და ვისაც როგორ უნდა, ისე ხსნის ნებისმიერ დარღვევას," - ამის შესახებ განცხადება პარტია ჩვენი საქართველოს ლიდერმა ვალების განულებასთან დაკავშირებით სახელისუფლებო პროგრამაზე გააკეთა.
ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ, თუ მაშინ, როდესაც საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ ტიპის დაპირებებს ან პროექტებს ისე ხსნიან, როგორც თავად აწყობთ.
„ასეთი ტიპის დაპირება, თუ ეს არ არის გაწერილი საბიუჯეტო პროგრამებში, ყველა შემთხვევაში ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. ეს ცალსახად წერია სისხლის სამართლის კოდექსში. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეიცავს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს საარჩევნო პერიოდში, როდესაც ცხადდება აი, ასეთი სახის დაპირება,“ - აცხადებს ვალერი გელბახიანი.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხია არასაბიუჯეტო კერძო სუბიექტის მიერ საარჩევნო დაპირებების შეთავაზება. ვალერი გელბახიანის თქმით, ეს არის საარჩევნო შემოწირულობა და ეს უნდა აისახოს კანდიდატის საარჩევნო ფონდში.