17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
"საერთშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს," "სამართლიანი არჩევნებისა" და საია-ს ხელმძღვანელები პროკურატურაში დაიბარეს

სამი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში "საერთშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს," საია-სა და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს მათ მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ელოდებიან. საგანგებო ბრიფინგზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელებმა არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებაზე ისაუბრეს. ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დღესვე იგეგმება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა.

"მე ვფიქრობ რომ საკმარისი ფაქტები ჩვენ უკვე დავასახელეთ, დანარჩენი უკვე საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გააკეთონ,"-აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე კი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოძიების ობიექტურად წარმართავს დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია მატ შორის არჩევნებამდე პირველი შედეგების შესახებ იყოს ცნობილი და ეს გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად, ობიექტურად, მიუკერძოებლად,"-აცხადებს მიხეილ ბენიძე. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ გაყალბების შესახებ ფაქტებმა, შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციაზე გავლენა მოახდინოს. 

"შეიძლება ამ გარემოებაში ადგილი ჰქონდეს ისეთ გაყალბებას, რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმაციაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პროკურატურა გამოძიების მიმართულებით ეფექტური იყოს,"-აცხადებს ირმა პავლიაშვილი.

დღის ამბები