12-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი დაღუპული ნახეს. ცხედარი გვიან ღამით ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევა ბაღდათში, სოფელ ობჩაში მაშინ მოხდა, როდესაც 43 წლამდე ასაკის მამაკაცი ჭას წმენდდა - ამ დროს კედლები ჩამოიშალა და ის მიწის მასის ქვეშ მოყვა. ძებნის ოპერაციას მიწის ჩამოშლის საფრთხე აფერხებდა. მაშველები პარალელურად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჭის კედლების გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდნენ. ადგილზე 12 საათის განმავლობაში სამი ბრიგადა მუშაობდა.