ხობში ხანძრისას კიდევ ერთი დაშავებული 66 წლის ქალი გარდაიცავალა.
მანამდე კი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვნიც. დამწვრობის სიმძიმიდან გამომდინარე საჭირო გახდა 5 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი აფეთქებას მოჰყვა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახის წევრების დაბრუნების შემდეგ კი, როცა სინათლე აანთეს, აფეთქება მოხდა.