17 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
თეოდორ დოსტოევსკის რომანი „მოთამაშე“- მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გაიმართა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში თეოდორ დოსტოევსკის რომანის „მოთამაშეს“ პრემიერა გაიმართა. რომანი რეჟისორმა ლევან კუჭაიძემ დადგა.  ეს, ახალგაზრდა რეჟისორის რიგით მესამე ნამუშევარია. სპექტაკლი აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანებისა და მათი ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომლებმაც ფულის გამო დაკარგეს სიყვარული, დრო და წააგეს ცხოვრება.

„ყველა მოთამაშეა ამ ცხოვრებაში, ისე იზიდავს ეს აზარტი, რომ ყველა ადამიანი კარგავს გულს, გრძნობას, სულს,“-განაცხადა ლევან კუჭაიძემ.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენის საპრემიერო ჩვენებები 24 ნოემბერს და 2 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები