17 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
დიდი ოცეულის სამიტი და ტრამპი-პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა-ანალიტიკოსები ვერ აკონრკეტებენ რა საკითხს განიხილავენ პრეზიდენტები

ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მათ ოფიციალური წერილით მიმართეს პრეზიდენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი უნდა ჩამოყალიბდეს დგას თუ არა პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ჟურნალისტის მკვლელობის უკან. დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ არ აპირებს ამ მკვლელობის გამო საუდის არაბეთს სანქციები დაუწესოს და მსოფლიო ეკონომიკა გაანადგუროს. სავარაუდოდ ხაშოგის მკვლელობის საქმე იქნება განხილვის მთავარი თემა დიდი ოცეულის სამიტზეც. არგენტინის მთავრობამ დაადასტურა, რომ მუჰამედ ბინ სალმანი დიდი ოცეულის შეხვედრაზე მოწვეული სტუმრების სიაშია და მასთან სამიტის მონაწილეებს შეხვედრა მოუწევთ.

გარდა ამისა, სამიტის ფარგლებშიც შესაძლოა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაც გაიმართოს.

ამერიკელი ანალიტიკოსებისთვის ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რაზე შეიძლება მოილაპარაკონ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებმა. ექსპერტებმა 4 თვის შემდეგაც კი არ იციან, რაზე ილაპარაკეს დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკის შეხვედრაზე.

„შესაძლოა შეხვედრა საერთოდ არ იყოს. შეიძლება მხოლოდ ერთმანეთს მიესალმონ. მაგრამ ახლა შუალედური არჩევნები დამთავრებულია და შესაძლოა, პრეზიდენტი ტრამპი გრძნობდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობისთვის ხელები უფრო მეტად გახსნილი აქვს. თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ არ არის გარკვეული, თუ შეხვდებიან, რაზე შეთანხმდებიან. რადგან მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთს შეეცვალა პოლიტიკა სირიის საკითხზე, ან საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორმა, რიჩარდ ვეითსიმ.

დღის ამბები