02 ივლისი 2024,   11:15
ვრცლად
ამერიკელი სენატორები, დონალდ ტრამპს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. მათ ოფიციალური წერილით მიმართეს პრეზიდენტს, სადაც წერენ, რომ ტრამპი უნდა ჩამოყალიბდეს დგას თუ არა პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ჟურნალისტის მკვლელობის უკან.

დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ ამ მკვლელობის გამო საუდის არაბეთისთვის სანქციების დაწესებას  და მსოფლიო ეკონომიკის განადგურებას არ აპირებს.

სავარაუდოდ დიდი ოცეულის სამიტზე ხაშოგის მკვლელობის საქმე იქნება განხილვის მთავარი თემა.

სამიტის ფარგლებში შესაძლოა დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს  შეხვდნენ.

დღის ამბები