მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის მცხოვრებლემა აქცია გამართეს. ისინი მეწყერის შედეგად დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვენ. ამ მიზეზით სოფელ ჯოლევის 17 ოჯახი, უკვე ორი თვეა თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. მათი ინფორმაციით, გზის არ არსებობის გამო სოფელში ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მიდის და ვერც ბავშვები დადიან სკოლაში. მოსახლეობამ მარტვილის მერიას გზის აღდგენის თაობაზე რამდენჯერმე უკვე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. როგორც ამბობენ, მარტვილის მერიაში გზის შეკეთებას, არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ დაჰპირდნენ.
"თამარ მეფე იყო და იმის სახელს რატომ არცხვენენ ესენი რომ თამარ მეფეს შეადარეს სალომე ზურაბიშვილი. ან ხმა მომეცით, თუ ამ გზის გაკეთება გინდათო, თუ არა და ეს გზა დარჩებაო ისე,"-აცზასდებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რამაზ კოხია.