საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას 3 ათას 546-ით მეტი ამომრჩეველი მიიღებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, სიაში ცვლილებები მეორე ტურისთვის სრულწლოვან ამომრჩეველთა დამატებამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 558 ათას 437-ია. პარალელურად უკვე დაიწყო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა. საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 ათას 705 საარჩევნო უბნისთვის 3 მილიონ 278 ათას 450 ბიულეტენი დაიბეჭდება.