17 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
სუს-ი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას - მაჩალიკაშვილის ადვოკატები საქმის მასალების გაცნობას ითხოვენ

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს  დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

ორგანიზაციის განმარტებით, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის განცხადებები ადასტურებს, რომ ეს უწყება აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას.

საქმე ეხება ირაკლი ჩიმაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირებულ ფულად გზავნილებსა თუ სატელეფონო ზარზე, რომელიც განხორციელდა ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე.

EMC მიმართავს მთავარ პროკურატურასაც უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირების დასჯა.

„ინფორმაცია, რომელსაც აწვდიან საზოგადოებას, თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატები დიდი ხანია ვითხოვთ, სისხლის სამართლის მასალების გაცნობას, დაშვებას ამ მასალებზე, თუმცა სუსი და პროკურატურა არ გვაძლევს ამ შესაძლებლობას.

სუს-მა კიდევ ერთხელ დაარღვია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია ინტერვიუში მითითებული არცერთი ინფორმაცია დამოუკიდებლად არ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე ქმედებას,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

დღის ამბები