დილიდან ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობა იზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, მესტია-უშგულის და აგერთვე გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა იზღუდება. დარიალის ხეობის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.
„თოვლის გამო ამ ეტაპზე შეზღუდვა არის დაწესებული მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმნელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე გუდური-კობის მონაკვეთის 93- 106 კილომეტრზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა თავისუფალია,“- აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი.