17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
„შინაგან საქმეთა მინისტრი ძველ ბიჭებთან ფლირტითაა დაკავებული“ - ბაჩუკი ქარდავა სამეგრელოში ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგ ფაქტზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვის  ფაქტებს ამჯერად ზუგდიდში აფიქსირებს.

ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, სატყეო დეპარტამენტის მანქანები არჩევნებში  სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ ზუგდიდის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეშას ურიგებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და“ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვას სხვა და სხვა მეთოდებით დილობენ.

„ვინ მართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებულია ძველ ბიჭებთან და ქუჩის ბიჭებთან ფლირტით. ჩვენ აქ გვაქვს კადრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის ხე ტყის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვინმე მამუკა გადელია, დაბარებული იქნა „ქართული ოცნების“ ოფისში და მას პირდაპირ მიეცა მითითება, რომ უზრუნველყო პოლიციის მანქანების დახმარებით სამეგრელოს სოფლებში იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ დაპირდა ხმის მიცემას ზამთრისთვის შეშის შეტანა,“- აცხადებს ქარდავა

დღის ამბები