02 ივლისი 2024,   11:16
ვრცლად
მილიონზე მეტი ნათურა, ლაზერული ინსტალაცია - ლონდონში საშობაო სამზადისი დაიწყო

ლონდონში საშობაო სამზადისი დაიწყო. სადღესასწაულო განათებები დიდი ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკური ბაღში ჩართეს. ქიუს პარკის ტერიტორია მილიონზე მეტი ნათურით, ორიგამებით და ათობით დეკორაციით მორთეს.

ყველაზე შთამბეჭდავი კი ლაზერული ინსტალაციაა, რომელიც ვიქტორიანულ სტილში შექმნილ სათბურზე დამონტაჟდა.

ორგანიზატორები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ბაღში მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.

ქიუს ბოტანიკურ ბაღში საშობაო ინსტალაციების ნახვა დამთვალიერებელს 2019 წლის 5 იანვრამდე შეეძლება.

დღის ამბები