ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ანა ეძგვერაძე წარადგენს. ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის პროექტი სპეციალურმა კომისიამ კონკურსზე შესული 10 ნამუშევრიდან შეარჩია.
ანა ერძგველაძის ნამუშევარს უკვე საერთაშორისო ასპარეზზე ვენეციის ბიენალეზე მომავალ წელს 11 მაისიდან შეაფასებენ.
„შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ანა რიაბოშენკოს თქმით, ეს არის მხატვრის მიერ წარმოდგენილი სამგანზომილებიანი ინსტალაცია და „ბიენალესას“ თემას ეხმიანება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროექტი მაღალ შეფასებს მიიღეებს.
„საინტერესო და კრეატიული პროექტი არის, რომელიც უდავოდ ძალიან დიდი ყურადღების ცენტრში იქნება „ბიენალეს“ დამთვალიერებლის და დარწმუნებულები ვართ, ტრადიციულად, ძალიან მაღალ შეფასებებს მიიღებს საქართველოდან წარმოდგენილი პროექტი,“ - აცხადებს ხარატიშვილი.