ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით განესაზღვრა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონით, სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა.
გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ვალერი გელაშვილზე 2005 წელს ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.