ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს ქვიშის შტორმმა გადაუარა. სტიქიის გამო გადაიდო ავიარეისები.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემა აწუხებს.
შტორმმა მთლიანად დაფარა ახალი სამხრეთ უელსის ნაწილი, დისნეი და კანბერასკენ მიემართება.
სინოპტიკოსების განცხადებით სტიქიას ხელი შეუწყო გვალვამ, რომელიც რეგიონში აგვისტოდანაა.