17 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მდგომაროება უკიდურესად დამძიმდა - ნოდარ ბურდილაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ

ონში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის ოპერაცია დასრულდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ამ წუთებში თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაჰყავთ. ოპერაცია 7 საათს მიმდინარეობდა და მასში სამი სამედიცინო ბრიგადა მონაწილეობდა. ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომაროება ამ დრომდე მძიმეა.

თავდასხმა ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე გუშინ ღამით მოხდა. ნოდარ ბურდილაძე საკუთარ სახლთან დაჭრეს. ბურდილაძე სახლიდან გვიან ღამით გამოიყვანეს, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ორივე თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ აქტივისტია და ბურდილაძეს თავს პოლიტიკური საქმიანობის გამო დაესხნენ. კახა ისაკაძე და გია მეტრეველი ადგილიდან მიიმალნენ. ბურდილაძის ეზოში სისხლის კვალი ჯერ კიდევ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები