25 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
მეწყერი ქედაში - ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

ორდღიანი წვიმის გამო ქედის მუნიციპალიტეტში ოთხ ადგილას მეწყერი ჩამოწვა.

ჩაიკეტა მუნიციპალიტეტში გადასაადგილებელი გზები, რის გამოც მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

ავტომობილებით მოძრაობის შესაძლებლობა სოფელ ზვარეში მცხოვრებ 34 ოჯახს შეზღუდული აქვს.

გზის გაწმენდითი სამუშაოები აქ სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. რაც შეეხება სოფლებს გუნდაურს, მერისსა და ვაიოს, ამ მონაკვეთებზე მცირე მეწყრული კერები უკვე გაწმენდილია.

„დღეს ალბათ ვერ გაწმენდენ. იმიტომ რომ საშიშია, მოდის კიდევ. ასეთ ვითარებაში გაწმენდასაც აზრი არ აქვს,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

დღის ამბები