17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის ოჯახი მათი კუთვნილი მიწის დამტკიცებას ვერ ახერხებს

სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის ოჯახი მათი კუთვნილი მიწის ლეგალიზებას ითხოვს.

როგორც ისინი ამბობენ, ბოდბეში მდებარე 3 ათას 700-ს კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე, ომში დაღუპული ძმის შვილისთვის სახლის აშენება უნდათ, თუმცა ხელი ეშლებათ.

მათი თქმით, ტერიტორია უკვე წლებია ნაყიდი აქვთ, თუმცა არ ჰქონდათ რეგისტრირებული.

ახლა კი მიწის ლეგალიზების კომისია რეგისტრაციაზე უარს ეუბნება, მაშინ როცა ოჯახის მტკიცებით, ეს ნაკვეთი სიღნაღის მერის მოადგილეს უპრობლემოდ გაუფორმეს.

„დაიმკვიდრა თემურ ბაკლარჯიშვილმა, გამგებლის მოადგილემ ნახევარი, შემოგვთავაზა, რომ 730 ლარი გადამიხადეთ და ჩუქებას გაგიკეთებთ. დიდი დრო არ გავიდა და რაც დარჩა დარჩენილი მიწაც იმან დაიმკვიდრა, როგორ ხდება რომ ის წამებში იმკვიდრებს ჩვენს მიწას და ჩვენ ვერ ვახერხებთ ამის დამტკიცებას,“-ამბობს დაზარალებული თამარ კაღაშვილი.

თემურ ბალარჯიშვილმა მიწა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დააბრუნა და ის კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ ბალანჯიშვილი აცხადებს, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაშია.

„მიწის ნაწილი, რომელსაც ფიქრობენ, რომ არის თავიანთი, 2006 წელს შევისყიდეთ სახელმწიფოსგან. არაფერში არ ვხმარობდით და დავაბრუნეთ უკან. ვთხოვ ლეგალიზაციის კომისიას, მაქსიმალურად, რაც შეიძლება კანონის ფარგლებში იყოს დავეხმაროთ,“-ამბობს ბალარჯიშვილი.

დღის ამბები