ხადის ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულები ერთვებიან. მათი ჩართვა თავად ბრალდებულმა მოითხოვა და მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 3 დეკემბერს გაიმართება.
როგორც თავად მალხაზ კობაურის ადვოკატი ამბობს, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში თავადაც და ბრალდებულიც იმედიანად არიან განწყობილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი პრეცენდენტი იქნება გამამართლებელი განაჩენი აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არცერთი მტკიცებულება არ არის პირდაპირი, რომ კობაურის ბრალელობას ადასტურებდეს სმიტების მკვლელობაში, ამიტომ ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ, ასევე თავად კობაურიც იმედიანად არის განწყობილი,“- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.