17 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
საქართველოს პატრიარქმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს გიორგობა მიულოცა

საქართველოს პატრიარქმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა. ილია მეორემ მათ გიორგობა მიულოცა და ხატები გადასცა, რომლებსაც ავღანეთში ჩაიტანენ.

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში, ხატებთან ერთად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაღებულ ფილმს „წინამბრძოლს“ ჩაიტანს. წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება, ოფიციალურ პრემიერამდე, ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის გაიმართება.

ფილმი მისი უწმინდესობის მიერ დაწერილი მუსიკითა და მამა სერაფიმეს არამეული გალობით არის გაფორმებული.

„დღეს გვქონდა უდიდესი პატივი უშუალოდ ჩვენი უწმინდესისგან მიგვეღო მილოცვები გიორგობასთან დაკავშირებით. მან გადმოგვცა დიდი სიყვარული თავისი ლოცვა კურთხევით, ხატები, რატა ჩვენს ძმებს ავღანეთში, ჩვენს ჯარისკაცებს გადავცეთის ემოცია, რომელიც არა მხოლოდ მისგან, არამედ თითოეული ქართველისგან მოდის და ეს არის სრულიად საქართველსო მილოცვა ჩვენი საამაყო ჯარისკაცებისადმი, რომელსაც ჩვენ დიდი მოწიწებით და მოკრძალებით ავღანეთში განვახორციელებთ,“ -აცხადებს ლევან იზორია

დღის ამბები