02 ივლისი 2024,   11:14
ვრცლად
„აშშ-ს დაზვერვის სამსახურს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დაკვეთაში საუდის არაბეთის პრინცი არ დაუდანაშაულებია“ - ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურს ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დაკვეთაში საუდის არაბეთის პრინცი არ დაუდანაშაულებია.

მადლიერების დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სი აი ეი-ს ანგარიშში მხოლოდ ის წერია, რომ შესაძლოა პასუხისმგებელი  მოჰამედ ბინ სალმანი  იყოს.

დონალდ ტრამპმა განცხადება მიგრანტების ნაკადის შესახებაც გააკეთა. შეერთებული შტატების ლიდერი, ვითარების კონტროლიდან გამოსვლის საფრთხის შემთხვევაში, მექსიკასთან საზღვრის მთლიანად ჩაკეტვით დაიმუქრა. ტრამპმა სამხედროებს ცეცხლის გახსნის უფლებაც მისცა.

დღის ამბები