02 ივლისი 2024,   10:55
ვრცლად
სკრიპალების მოწამვლის საქმე - ბრიტანეთის პოლიციამ ახალი ვიდეომასალა გაავრცელა

ბრიტანეთის პოლიციამ სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრები 4 მარტსაა გადაღებული. სწორედ ამ დღეს მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალები. ერთი ვიდეომასალა აეროპორტში, მეორე კი სოლსბერის ქუჩაშია გადაღებული. რუს აგენტებს ბრიტანეთში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი თავდასხმის მოწყობისთვის.

მათი ნამდვილი ვინაობა საგამოძიებო პორტალმა ბელინგ-კეტმა დაადგინა და ისიც დაადასტურა, რომ ორივე რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელი იყო. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში იპოვეს.

ნოვიჩოკით მოიწმლა ბრიტანელი პოლიციელიც, რომელის შემთხვევის ადგილზე მამაშვილის დასახმარებლად მივიდა.

 

დღის ამბები