02 ივლისი 2024,   11:12
ვრცლად
პარიზის ქუჩები საშობაოდ განათდა

პარიზში საახალწლო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ქალაქის ცენტრალური ქუჩაზე ელისეს მინდვრებზე საშობაო განათებები საზეიმო ვითარებაში ჩართო კარლ ლაგერფილდმა, პარიზის მერთან ერთად.

მთელ გამზირზე ტრიუმფალურ თაღამდე ხეები პატარა წითელი ნათურებით მორთეს. ქალაქის მერიამ ელექტროენერგიის დაზოგვაზეც იზრუნა და სპეციალური ნათურები შეარჩია.

განათებებზე იმდენი ელექტროენერგია დაიხარჯება, რამდენსაც ორი, ოთხსულიანი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მოიხმარს.

დღის ამბები