სოფელ აღაიანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, სოფლის მიმდებარედ სამშნებელო და ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიები მუშაობენ, რომლებმაც მათ ჯერ წყალი გადაუკეტეს, როს გამოც ხეხილის ბაღები გაუხმათ, მერე კი, კარიერიდან წყალი გამოუშვეს და ეზოები დაეტბორათ.
„წყალი გამოუშვეს, შევიდა წყალი სახლებში, გაანადგურა სოფელი. ამოთხარეს, საძოვარი არ დაგვიტოვეს, საქონელს ვერ ვინახავთ, რა გვაქვს? არაფერი,“- აცხადებს ადგილობრივი მოსახლე ნაირა სუინკისი.
"ელ ენდ ემის" თანამშრომლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხების გაწმენდის საკითხს ბოლომდე მიიყვანენ და პრობლემა მოგვარდება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ასე არ დავტოვებთ, მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. აქ არც ადგილობრივი ხელისუფლებაა შუაში, არც ჩვენ ვართ შუაში.უბრალოდ ეს პროცესები დაჩქარდა იმის გამო, რომ ჩვენ გავწმინდეთ ეს არხი და არხი იყო დაბინძურებული,“- აცხადებს კომპანია „ელ ენდ ემ“-ის წარმომადგენელი, რატი ქისტაური.