ფოტორეპორტიორებმა მათ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სამართლიანი უწოდეს.
გიორგი აბდალაძის თქმით, რომ არა ჟურნალისტების პროტესტი და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა, დაპატიმრებულ ფოტორეპორტიორებს ციხეში დახოცავდნენ. აბდალაძე თვლის, ე.წ. ჯაშუშობის საქმე ისტორიას მაგალითის სახით უნდა დარჩეს.
ფოტოგრაფები ამბობენ, რომ იურისტებთან გაივლიან კონსულტაციას და ამის შემდეგ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.
„სამართლიანი გადაწყვეტილებაც არის, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. ჩვენი პირველადი და მთავარი მოთხოვნა იყო, რომ დასჯილიყვნენ დამკვეთები. რატომ დაადეს ცხრა გრიფით საიდუმლოდ უწყების მიერ? მათი მეთოდი ისევ ისეთია, ყოველთვის იქნებიან წაგებულები, იმიტომ, რომ სანამ ისინი სიმართლეს არ აღიარებენ და არ იტყვიან იმას, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენთან მიმართებაში და უამრავ სხვა ადამიანებთან მიმართებაში ყოველ არჩევნებზე მიიღებენ შედეგს,“ - აცხადებს გიორგი აბდალაძე.