შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული "შავი პარასკევი" მადლიერების დღესვე დაიწყო. სავაჭრო ცენტრებში საშობაო გრანდიოზული ფასდაკლებები ოფიციალურად გამოცხადდა.
კომპანიებისთვის მადლიერების დღიდან შობის დღესასწაულამდე პერიოდი ყველაზე მომგებიანია. სტატისტიკის თანახმად რიგითი მყიდველი სადღესასწაულო დღეებში საშუალოდ, 1000 დოლარს ხარჯავს. საერთო ჯამში კი ეს თანხა 721 მილიარდ დოლარამდე ადის.