მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვას სამების ტაძარში აღავლინა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტაძრის ამბიონიდან მრევლს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა.
„დიდმოწამე გიორგის ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და საქართველოს მართლმადიდებლობაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს. ჩემი აზრით, სწორედ მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, სადაც ბევრი ტკივილი ჩანს, მაგრამ ამავე დროს, ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე. მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს კიდევ ერთხელ მივულოცო გიორგობა,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.