02 ივლისი 2024,   11:15
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერები ხვალ "ბრექსითის" გეგმას ოფიციალურად მოაწერენ ხელს

ევროკავშირის საგანგებო სამიტისთვის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 28 ქვეყნის ლიდერებმა ხვალ ბრექსითის გეგმას ოფიციალურად უნდა მოაწერონ ხელი. მანამდე კი ტერეზა მეი ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან, ჟან კლოდ იუნკერთან და დონალდ ტუსკთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ტერეზა მეის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსითის ამჟამინდელ გეგმას მხარს არ დაუჭერს, დეპუტატებს ევროკავშირისგან უკეთესი შეთავაზების მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

კენჭისყრა ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში დეკემბერში უნდა გაიმართოს. 

დღის ამბები