17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
გიორგი გახარია გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს, საარჩევნო პროცესში კრიმინალების ჩართვაზე, "აბსურდს" უწოდებს

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, საარჩევნო პროცესში კრიმინალების ჩართვასთან დაკავშირებით, გიორგი გახარია ეხმაურება. მინისტრი ბრალდებას "აბსურდს" უწოდებს და ოპოზიციას წინასაარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებს. განცხადება გახარიამ ზუგდიდში გააკეთა.

„არ გავცემ ახლა ამაზე პასუხს. წინასაარჩევნო კონტექსტი ეს. არჩევნები, რომ დამთავრდება მერე ვუპასუხებ ამ ღიმილისმომგვრელ შეკითხვებს. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი. შედეგები უბრალოდ, რომ ჩაიხედოს ვინმემ თუ რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ახლავე მინდა სიახლე გამცნოთ, რომ  უახლოეს პერიოდში შსს-ს ინიციატივით მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია. რაც ნიშნავს  იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება  კრიმინალიზებული. მე პასუხისმგებლობას ვიღებ წყნარ და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ და უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. რაც შეეხება უკავშირდება თუ არა წინასაარჩევნოდ, ნაწილობრივ რა თქმა უნდა უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და კონკრეტულ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, რამდენჯერმე ნასამართლევმა გიორგი პერტაიამ ხობში ოპოზიციის მომხრეებზე, მათ შორის პოლიციის თადარიგის ოფიცერზე კოკა შელიაზე წეზოლა სცადა და მათ ე.წ. ავტორიტეტული ქურდების სახელით დაემუქრა.

დღის ამბები