02 ივლისი 2024,   11:15
ვრცლად
ალეპოში იერიშების შედეგად, ასზე მეტი ადამიანი დაშავდა

ალეპოში იერიშების შედეგად, ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქალაქზე მორიგი ქიმიური შეტევა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, მებრძოლებმა ტოქსიკური გაზის შემცველი ჭურვებით საცხოვრებელი კვარტალები დაბომბეს.

ჭურვები, სავარაუდოდ, ქლორს შეიცავდა. ალეპოს პოლიციის უფროსის განცხადებით, დაშავებულების უმეტესობას ასფიქსიის სიმპტომები აღენიშნება. სირიელი გენერალი ამტკიცებს, რომ ქიმიური იერიში ალეპოზე დაჯგუფება "ჯებჰატან ნუსრას " მებრძოლებმა მიიტანეს.

ქიმიური იერიშის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, იერიში იდლიბის დეესკალაციის ზონიდან განხორციელდა.

დღის ამბები