თბილისში ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტის და ფოტოჟურნალისტის, გიორგი ცაგარელის, პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა. ექსპოზიციას "მდგომარეობა" ჰქვია და ასახავს საქართველოში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, სამხედრო კონფლიქტებს, მიტინგებსა და ომებს. გამოფენა 30 წლიან ნამუშევრებს მოიცავს.