საქართველოს პირველი ლედი ფოტოპროექტის „პატარა თბილისი“ პრეზენტაციას დაესწრო.
ექსპოზიციაზე მაკა ჩიჩუა პატარა თომასთან ერთად მივიდა. პროექტი, რომელიც ავტორებიც ნინო ონიანი და გოგა ჩანადირი არიან, საქველმოქმედოა და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანა.“ პროექტის ფარგლებში გამოიცა ფოტოალბომი, რომლის მთავარი გმირები ბავშვები არიან.