17 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
პატრიარქი მრევლს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ დღეს საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

„მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა, რომ გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში,“-განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამ დღეში, 28 ნოემბერს იმართება. ამომრჩეველმა არჩევანი ორ კანდიდატს - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და „გაერთიანებული ოპოზიციის,“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს. 

დღის ამბები