17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
არა საწვავზე მაღალ ფასს -მძღოლების აქცია თბილისში

არა საწვავზე მაღალ ფასს - მეორე დღეა მძღოლები  საპროტესტო აქციას მართავენ. გუშინდელის მსგავსად დღესაც საკუთარი უკმაყოფილება მათ სიგნალებით და ტრანსფარანტებით გამოხატეს. აქცია თბილისში მდებარე ერთდროულად რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მოეწყო. მძღოლები ამბობენ, რომ საწვავზე მაღალი ფასის დაწესება ხელოვნურად ხდება. ისინი ამბობენ, რომ იმ ფონზე როდესაც მსოფლიოში იაფდება საწვავი, საქართველოში მისი ფასი იმატებს. მძღოლები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს დანაპირები შეასრულოს და საწვავის ფასი გააიაფოს. 

დღის ამბები