„ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეთა მობილიზებაში აქტიურად არის ჩართული მმართველი გუნდი. "კურიერის" ინფორმაციით, ამისთვის საჯარო მოხელეები რუსთავში სხვადასხვა რეგიონებიდან სპეციალურად დაქირავებული სამარშრუტო ტაქტებით, მობილიზებულად გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეების ტრანსპორტირება "ქართული ოცნების" დახმარებით მოხდა ხაშურიდან, ხარაგაულიდან, ასევე თელავიდან, გურჯაანიდან და წნორიდან. ამ ფაქტების ამსახველი კადრების ნაწილი "კურიერს" მოსახლეობამ მოაწოდა.