ტყიბულში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ყოფილი ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში 11 ოჯახი უკვე 25 წელია ცხოვრობს. ისინი გაზის, ხშირად დენის, სასმელი წლის და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე არიან. მცირეწლოვანი ბავშვებით ზამთარში სიცივის, ზაფხულში კი ქვეწარმალების შიშით ცხოვრობენ. ახალი საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, პასუხად კი მიიღეს, რომ პრობლემა ქულებშია, კომისიის მინიჭებული ქულით ამ გაუსაძლისი პირობების შეცვლის აუცილებლობა არ დასტურდება.
ტყიბულში ყოფილი ტექნიკუმის საერო საცხოვრებელში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ კორპუსი ამ წლების მანძილზე ერთხელაც კი არ შეუკეთებიათ.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.