17 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
"დაწიეთ ფასები" - მოქალაქეები საწვავზე არსებულ ფასებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე აპროტესტებდნენ  

"დაწიეთ ფასები" - საქართველოში არსებულ საწვავის ფასს, უკვე ორი დღეა, უკმაყოფილო მძღოლები და მოქალაქეები აპროტესტებენ. აქციები მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებთან ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაიმართა.

აქციის მონაწილეები დღეს მთავრობას წლების წინ მიცემულ წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ საწვავზე ფასების მკვეთრად დაწევის დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ, ხალხი მოატყუა და გაიაფების ნაცვლად, ბენზინის ღირებულებამ ბოლო წლებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და ნავთობპროდუქტების შემომტან კომპანიებს კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებენ.

საქართველოში საწვავის ფასს და გართულ აქციებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატიც გამოეხმაურა.

საქართველოში ნავთობპროდუქტების შემომტანი კომპანიები ამბობენ, რომ ფასმა გასულ კვირას დაიწია. საქართველოში კი დღეს უფრო ადრე იმპორტირებული საწვავი იყიდება, ფასიც საერთაშორისო ბაზარზე არსებული ძველი ღირებულებითაა განპირობებული და დაწეული ფასები უკვე უახლოეს მომავალში აისახება. თუმცა გაიაფებას არა მთავრობისგან შეპირებული ერთი ლარით, არამედ რამდენიმე თეთრით უნდა ველოდოთ.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აპირებენ აქციებს პერმანენტული სახე მისცენ.

ავტორი: რუსუდან გიორგაძე. 

 

 

დღის ამბები