17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
გაიაფებული კომუნალური გადასახადები და გაზრდილი პენსია - ივანიშვილის მიერ 2012 წელს გაცემული დაპირებები, რომელიც დაპირებებად დარჩა

წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს უხვად გასცა და რომლებიც არ შეასრულა - მათ შორის არის სამუშაო ადგილები და 1 მილიარდი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. დაპირება, რომელიც დაპირებად დარჩა, გაიაფებული კომუნალური გადასახადებია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადასახადები არათუ გაიაფდა, რამდენჯერმეც კი გაძვირდა. ამას ემატება დაპირება გაიაფებულ საწვავზე, საიდანაც როგორც "ქართული ოცნება“ 2012 წელს ამბობდა  თითო ლიტრადან 1 ლარი მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ მოქალაქეებს ხელში გაძვირებული საწვავი შერჩათ, სააკაშვილის "წაღებული" 1 ლარი თითო ლიტრზე კი საწვავის ფასს არ დაეტყო.

არ გაიზარდა არც დაპირებული პენსია. სამაგიეროდ გაიზარდა ფასები პროდუქტზე, რომელიც გაუფასურებულ ლარს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა.

დღის ამბები