ზუგდიდში გვარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტური დასახლების მობინადრეებს „ქართული ოცნებისა“ და ვეტერანთა საბჭოს წარმომადგენლებმა ფქვილი, ზეთი, შაქარი, კარტოფილი და ხახვი დაურიგეს. წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით, საარჩევნოდ ერთჯერადი დახმარება მხოლოდ იმ დევნილებზე გაიცა ვინც "ქართული ოცნების" აგიტატორებს ხმის მიცემას დაჰპირდნენ და მათ საკუთარი პირადობის მოწმობები გადასცეს. ძღვენის გარეშე დევნილებმა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერების დასაჩუქრება გააპროტესტეს, "რუსთავი 2"-ის კამერის გამოჩენის შემდეგ „ქართული ოცნების“ აგიტატორებმა პროდუქტების დატოვეს და უკანა ეზოდან გაიქცნენ.