პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილმა უკვე 35 წელია სამყაროს გული მსოფლიოს ყველა წარმატებული საბალეტო სცენიდან დაიპყრო. 2019 წელს 15 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც პრიმაბალერინა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს ჩაუდგა სათავეში და როგორც თავად ამბობს, ყველა გმირია, ვინც მომაკვდავს თეატრს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
დასში რამდენიმე უცხოელი მოცეკვავეც ჰყავთ, ძირითადად ვაჟები. მარინის, მილანის ან ტოკიოს თეატრის მსახიობები უსიტყვოდ თანხმდებიან ნინო ანანიაშვილის გუნდის წევრები გახდნენ და გაიკვალონ გზა მსოფლიოს დიდ სცენებზე.
დასი თეატრის 7-წლიანი რემონტის დროსაც არ გაჩერებულა და 15 წლის მანძილზე უკვე 65 სპექტაკლი დაიდგა. დედამიწას საგასტროლო წრე რამდენჯერმე დაარტყეს და კონცერტების გასამართად მსოფლიოს 40 ქვეყნის 81 ქალაქში ჩავიდნენ.
საქართველოში ჩვენს გვერდით მსოფლიო ბალეტის ლეგენდა ცხოვრობს, რომელმაც თავისი 30-წლიანი ბრწყინვალე კარიერა სახლში გამოფენილ რამდენიმე ფოტოში ჩაატია და 2004 წელს მთლიანად დაუკავშირა თავისი სახელი საქართველოს სახელმწიფო ბალეტს.