29 სექტემბერი 2024,   11:19
ვრცლად
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი - წერეთლის გამზირის ნაწილი თითქმის მთელი ღამე გადაკეტილი იყო

თითქმის მთელი ღამე გადაკეტილი იყო წერეთლის გამზირის ნაწილი - მიზეზი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟია.

გადაადგილება ღამის გიორგი ცაბაძის ქუჩიდან დავით ბაქრაძის ქუჩამდე ტრანსპორტისთვის შეზღუდული იყო.

სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მორთვა საახალწლო ილუმინაციებით დეკემბრის შუა რიცხვებამდე უკვე დასრულებული უნდა იყოს.

დღის ამბები