17 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"გამოძიება გაჭიანურებაზე ორიენტირებული და ფორმალურ ხასიათს ატარებს​" - EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

EMC ​ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელ მიმოხილვას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმეზე დაირღვა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი, რამაც ამოღებული მტკიცებულებების სანდოობა თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

EMC თბილისის პროკურატურას მომხდარის დროული გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გაჭიანურებისა და არაეფექტური გამოძიების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია უახლოეს მომავალში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.

"მიმდინარე გამოძიება გაჭიანურებაზეა ორიენტირებული და უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, ამიტომ EMS უკვე დაიწყო ამ საქმეზე განაცხადის მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. მივმართეთ სუს-ს, რომელსაც ვთხოვთ უდანაშაულობის პრეზუმციის და ოჯახის წევრების  პატივს და ღირსების შელახვის ამ უხეში პრაქტიკების აღმოფხვრას. მოვუწოდებთ პარლამენტს ასევე, რომ ამ საქმეზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ეფექტურად გამოიყენოს,ეს იქნება სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაბარება და მათი მოსმენების მიღება, თუ საკომიტეტო მოსმენა,"- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 1 დეკემბერს პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას, საკუთარ სახლში მოკლეს.  

 

დღის ამბები