02 ივლისი 2024,   11:02
ვრცლად
უკრაინა საბრძოლო მზადყოფნაში - ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კიევი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება

უკრაინის სამხედრო ძალების საბრძოლი მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გაცემულია. ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი შუადღისას გადაწყვეტს. მიზეზი აზოვის ზღვაში მომხდარი შეტაკება გახდა.  3 უკრაინული გემი ქერჩის სრუტის გავლით შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გეგმიურ გადაადგილებას ახორციელებდა, როდესაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გემებმა მათ გზა გადაუკეტეს.

ერთ-ერთი უკრაინულ ხომალდს ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.

დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური. სამივე უკრაინული ხომალდი მოწინააღმდეგის ხელშია, 23 მეზღვაურთან ერთად. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ქვეყნის ლიდერმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. პეტრო პოროშენკომ ძალოვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი აგრესია განახორციელა.

რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად, კიევში რუსეთს საელჩოსთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ. მათ დიპლომატიური უწყების ეზოში საკვამლე ყუმბარები შეყარეს და საელჩოს მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღიარა, რომ ქერჩის სრუტესთან სამი უკრაინული ხომალდი დააკავა.

მიზეზად კი რუსეთის ტერიტორიალურ წყლებში შეჭრა დაასახელა. უწყებაში ისიც აღიარეს, რომ უკრაინული გემების შესაჩერებლად მათი მიმართულებით ცეცხლიც გახსნეს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მომხდარი უკრაინელების მხრიდან პროვოკაციად შეაფასა.

დღის ამბები