17 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
პრორუსული ძალების მიერ გამართული აქცია თბილისში - "პატრიოტთა ალიანსის" მიტინგს რუსული მედია საშუალებები აქტიურად აშუქებენ

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად პრორუსული ძალების მიერ გამართულ აქციებს აქტიურად აშუქებენ რუსული მედია საშუალებები. კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხის, "რასიას" წამყვანი ამბობს, რომ თბილისში მრავალათასიანი მიტინგი იმ მოთხოვნით გაიმართა, რომ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება არ დაუშვან.

რუსული მედია ამტკიცებს, რომ აქციაში 98 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. წამყვანი იმასაც ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციას რამდენიმე ქართული ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

"იკრიბება მთელი საქართველო იმისთვის, რომ უთხრას არა ფაშიზმს, არა ნაციონალების დაბრუნებას. აქ მყოფი თითქმის ყველა ადამიანი ციხეშია ნამყოფი, 340 ათასი ადამიანი და ახლა რატომღაც უნდათ, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ,“ - განაცხადა რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან საუბრისას ემზარ კვიციანმა. 

დღის ამბები