02 ივლისი 2024,   11:16
ვრცლად
ქერჩის სრუტეში დატყვევებული უკრაინული ხომალდები - ეკიპაჟის დაჭრილი წევრები მოსკოვში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს მიმართავს და დაკავებული მეზღვაურებისა და გემების დაბრუნებისკენ მოუწოდებს. პეტრო პოროშენკომ ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც უკვე მეორედ გაიმართა.

აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ უკრაინის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია.

პრეზიდენტის ინიციატივას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პარლამენტი დღეს განიხილავს.

რუსეთის ძალების მიერ დაკავებული სამი უკრაინული გემი ქერჩის პორტში დგას. გავრცელებული ცნობით დაშავებული უკრაინელი სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს. დანარჩენი მეზღვაურების ბედი კი უცნობია.

უკრაინული ხომალდი ქერჩის სრუტის გავლით შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გეგმიურ გადაადგილებას ახორციელებდა, როდესაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გემებმა მათ გზა გადაუკეტეს.

ერთ-ერთი უკრაინულ ხომალდს ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური. სამივე უკრაინული ხომალდი მოწინააღმდეგის ხელშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები