17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
სროლა კაფე სტრადასთან-დაჭრილია ერთი ადამიანი

შეირაღებული თავდასხმა თბილისში - ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა, კაფე სტრადასთან. დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს, თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ესროლა და მას თითქმის მთელი მჭიდი დააცალა. 

მომხდარს შეესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა. მისი თქმით დაჭრილმა სასწრაფო დახმარების ექიმების გამოძახებაზე უარი განაცხადა და მას დახმარება კაფეშივე აღმოუჩინეს. ნიკა რურუას ინფორმაციით, დაზარალებულს მიპარვით ესროლეს.

„ვიჯექით აქ მე და ჩემი მეგობარი. ვსვამდით ყავას და სადღაც 10 მეტრის უკან, ამ ვერანდაზე, მოპარვით როგორც ჩანს 5-ჯერ თუ 6-ჯერ ესროლეს და ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. შიგნით შემდეგ ფეხზე გადავუჭირეთ „ჟგუტი“ და უთხარით რომ საავადმყოფოში წაგიყვანთო და "არა, არა, ჩემით წავალო" და როგორც ჩანს თავისით წავიდა. სასწრაფოს არ დაელოდნენ და პოლიციაც ერთი 10 წუთის შემდეგ მოვიდა. სასიკვდილო ჭრილობა როგორც ჩანს არ აქვს,“-განაცხადა ნიკა რურუამ. 

ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო სამსახური. პერიმეტრი მთლიანად შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები