გლდანის სტამბაში აღმოჩენილი ე.წ. ხარვეზიანი ბიულეტენები ცესკოს ინფორმაციით უკვე გაანადგურეს. ხარვეზიანი პროდუქცია სტამბის თანამშრომლებმა ცესკო-ს უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი კანონის დაცვით გაანადგურეს და შეადგინეს შესაბამისი აქტი. არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენები 6-მა სტამბამ დაბეჭდა, წუნდებული ბიულეტენების განადგურების პროცესი ყველა სტამბაში ჩატარდება.