17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"იარაღის ჩადება დამიპირეს," - მელორ ვაჩნაძე ამტკიცებს, რომ მას პოლიციამ ჯერ დანა ჩაუდო, შემდეგ კი იარაღის ჩადებას ცდილობდა

სკანდალური ჩანაწერი, რომელიც მელორ ვაჩნაძემ ძველი თბილისის სამმართველოში  გააკეთა -"ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი დეტალურად იხსენებს, როგორ ემუქრებოდნენ მას დაკავებით. მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ ის დაიბარეს პოლიციაში და უთხრეს, რომ დანის უკანონო ტარების გამო მას ადმინისტრაციული წესით აჯარიმებდნენ. მას ასევე უთხრეს, რომ მსგავსი ფაქტები მის წინააღმდეგ წარსულშიც არსებობდა, თუმცა არჩევნებამდე შესაძლებელი იყო რომ ის არ დაეჭირათ. მას შემდეგ, რაც მელორ ვაჩნაძის თქმით, მან ეს საუბარი ჩაიწერა, პოლიციის წარმომადგენლები შეეცადნენ მისთვის იარაღი ჩაედოთ.

„უკვე ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ გუშინ ღამე დამიბარეს ვითომ რამდენიმე თვის წინ ჩადებული დანა, რომელიც ბერკეტად ჰქონდათ, ეს დანა უნდა გაეცოცხლებინათ. მერე ვითომ ვიღაც ზარდიაშვილებმა დარეკეს და ვითომ ახლა ცუდად არ ვარ განწყობილი და ამას ფაბრიკაციას მოუწყობდნენ. ზარდიაშვილი არის დეპუტატი, რომელის სახელსაც თვითონ ეს პიროვნება ახსენებს დათო პაპაშვილი სამმართველოს უფროსის მოადგილე.  დანას მტენიან, ადმინისტრაციულს. საერთოდ სადაც არ ვყოფილვარ. ავდექი და ჩავწერე. ცხოვრებაში პირველად ჩავწერე. იმიტომ რომ საფრთხე მემუქრებოდა და მჭირდებოდა მტკიცებულება რომ სასამართლოში გამემართლებინა თავი. დღეს როცა მე მივედი და ვუთხარი რომ გუშინ მე თქვენ ჩაგწერეთ და ამას გამოვიტან სააშკარაოზე თუ არ დაამთავრებთ და არ მინდა არჩევნებამდე მსგავსი რამე გავაკეთო აიღეს და იარაღის ჩადება დამიპირეს,“-განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

მელორ ვაჩნაძემ დღეს "კურიერთან" სკანდალური განცხადება  გააკეთა. მან იმ ფაქტებზე ისაუბრა, რის გამოც ოცნებას დაუპირისპირდა აღნიშნა, რომ შურისძიების შიშით ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებას აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები