17 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფსიქიკურად არამდგრადი პირი ორ მოქალაქეს თავს დაესხა

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფსიქიკურად არამდგრადი პირი ორ მოქალაქეს თავს დაესხა. შემთხვევის დროს მან ერთ-ერთ მათგანს ქვა ჩაარტყა, ხოლო მეორეს გაურკვეველი ნივთი, რომელსაც ხის ტარი ჰქონდა.

არც ერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება და ისინი თავს კარგად გრძნობენ. ორივე მათგანი ამ დროისთვის სახლშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადეს, რომ გამოძიება სსსკ-ის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გამოძიების მიერ პირი უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები